ახალი ამბები


COVID-19-ის კრიზისის შემდეგ: რატომ ვეღარ იქნება უმაღლესი განათლება ისეთი, როგორც ადრე (და რატომაა ეს კარგი)


საბუნებისმეტყველო ტურნირი           


       წარმოადგენს გუნდურ შეჯიბრს STEM-ის მიმართულების საგნებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია), რომელიც, ამავე დროს, მოიცავს კვლევებში ტექნოლოგიების გამოყენების და ინჟინერიის სფეროსაც.
ტურნირი ტარდება საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის.

ARTIST-ის საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში

     ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს იწვევს ა.წ. 30 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია ტარდება ERASMUS-ის პროექტის ARTIST-ის http://erasmus-artist.eu/ ფარგლებში.
  კონფერენციის თემა – “პრაქტიკული კვლევა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაუმჯობესებისთვის”.
კონფერენციის ჩატარების ადგილი – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კონფერენციის სარეგისტრაციო გადასახადი – 65 ლარი, რომლის ჩარიცხვაც უნდა მოხდეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანგარიშზე.
(რეკვიზიტები: მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი – TRESGE 22;
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 7 0901 7519;
დანიშნულება: ARTIST ის კონფერენცია).
საკონფერენციო გადასახადი არ მოიცავს მგზავრობის და განთავსების ხარჯებს ბათუმში.

მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდება 20 ივლისს.






კონკურსი მასწავლებლებისთვის


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებლების წარდგენის მიზნით, ატარებს ყოველწლიურ კონკურსებს.
2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად ცხადდება კონკურსები:
  • 2019 წლის ბიოლოგიის საუკეთესო მასწავლებელი;
  • 2019 წლის ბუნებისმეტყველების საუკეთესი მასწავლებელი;
  • 2019 წლის გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებელი.




    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაციას აცხადებს


       eTwinning Plus - ი გთავაზობთ პლატფორმას (პედაგოგებს, დირექტორებს, ბიბლიოთეკარებს და ა.შ) მათ ვინც მუშაობთ სკოლაში ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, ტუნისი, უკრაინა, იორდანია და ლიბანი) რათა ითანამშრომლოთ, განახორციელოთ პროექტები, გაუზიაროთ ინფორმაცია და ზოგადად, გახდეთ ნაწილი ყველაზე საინტერესო სასწავლო საზოგადოების.
   



0 comments:

Post a Comment